ჩანთა დამუშავებულია სარჩულით, ასევე აქვს პინკას ბრენდირება. რაც შეეხება ჩანთის ფაქტურას, არის 3D აბრეშუმი, ძალიან სასიამოვნო ნაჭერი. ჩანთაზე გადმოტანილია ვინილის პრინტი, რომელიც ძალიან გამძლეა და კარგად უძლებს რეცხვას. ასევე შესაძლებელია, შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი პრინტით ჩანთა.
ჩანთის შეძენიდან 3 თვის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ უფასო მომსახურება ჩანთის ყურებისა თუ ნაკერების დაზიანების შემთხვევაში. (მხოლოდ ერთჯერადად.) სხვა შემთხვევაში მომსახურება ფასიანია.